Friday, February 13, 2015

მესამე და მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელ  ტრენინგზე განვიხილეთ სხვადასხვა თემატიკის და დანიშნულების ფორმების შექმნა დისკზე. ძალიან საინტერესო და მოსახერხებელი გზაა სხვადასხვა კვლევების ჩასატარებლად ნებისმიერ სივრცეში.
ასევე ვისწავლეთ დისკზე სასურველი ფოლდერების ატვირთვა, რაც ძალიან მოსახერხებელი ფორმაა ინფორმაციის ვირტუალური შენახვის–– თავიდან ავიცილებთ მყარი დისკების თუ სხვადასხვა სახის და მოცულობის გარე ვინჩესტერების ტარების აუცილებლობას.
ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინსა და სტრუქტურულად მოწყობაზე: ვისწავლეთ სასურველი თემების დამატება გაჯეტების სახით, რითაც ჩემი ბლოგი რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდა ჩეთვის სასურველ ვიზუალურ და ტექნიკურ სახეს.

Monday, February 9, 2015

    ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. 
    ბუნებრივია, ცალსახად ვეთანხმები და ვიზიარებ პროექტებით სწავლების უპირატესობას ტრადიციულ სალექციო თუ პრაქტიკულ კურსთან მიმართებაში. გზა და მეთოდი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეს შესძინოს 21–საუკუნის მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ და საარსებოდ აუცილებელი უნარები, როგორიცაა 
  • კარგი თანამშრომლობა
  • გონივრული გადაწყვეტილების მიღება
  • ინიციატივის გამოჩენა
  • კომპლექსური პრობლემების გადაჭრა
  • თვითმართვა
  • ეფექტური კომუნიკაცია      
მოძველებულია და უვარგისია, რადგან, ზემოთ ჩამოთვლილი უნარ–ჩვევების არმქონე მოქალაქე მარტივად რომ ვთქვათ, დღესდღეობით დამქირავებელს არ აინტერესებს და ის იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის. გარდა ამისა სწავლების კლასიკური მეთოდები არაეფექტურია როგორც პროცესი და უინტერესო მოსწავლის გადასახედიდან, რადგან არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვურთიერთობთ 21–ე საუკუნის თაობასთან, რომელსაც გარს აკრავს გასართობი, დროის გასაყვანი თუ შემეცნების მრავალფეროვან საშუალებათა ოკეანე. ამ რეალობის გათვალისწინებით, სკოლას, მასწავლებელს და სასწავლო პროცესს ძალზე კონკურენტულ გარემოში უწევს არსებობა და მუშაობა. 
  საპირისპიროდ სწავლების კლასიკური გაგებისა, სასწავლო ღონისძიებებძე და პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტით და აქტივობით. ის მოიცავს მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებს ნებისმიერი მოსწავლის პროექტში აქტიურად ჩართვისთვის, მიუხედავად მისი სწავლის სტილისა. რიგი პროექტების განხორციელებისას მოსწავლეებს ხშირად უწევთ ექსპერტებთან და საზოგადოებრივ მოხელეებთან თანამშრომლობა თემის სიღრმისეულად შესასწავლად. 
 ყველა ეს არგუმენტი თვალსაჩინოს ხდის პროექტებზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობას და უფრო მეტიც, მეტყველებს მის ოპტიმალურობაზე სწავლების სხვა მოდელებთან შედარებით. ყოველი შემთხვევისთვის ჯერ უკეთესი მეთოდი არ მოგვეპოვება სამოქალაქო საზოგადოების ჯანსაღი და სრულუფლებიანი ინდივიდის აღსაზრდელად. 
  მაგრამ ყოველთვის მქონდა კითხვა: როგორ დავნერგო უახლესი სწავლების მეთოდები პირად პრაქტიკაში, რა ტექნოლოგიებს და ხერხებს მივმართო საინტერესო სასწავლო პროცესის მოდელის შექმნისათვის, რა როლი მაქვს მე, ან როგორ შევიმუშაო მოსწავლეთა შეფასების ალტერნატიული სქემა, ისე, რომ შეფასება განმავითარებელი იყოს და მე ობიექტური დავრჩე. 
   ინტელის კურსის პირველი მოდულის გაცნობამდე, ჩემი ხანმოკლე პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე ამ კითხვაზე პასუხი მეტნაკლებად მქონდა სხვადასხვა პუბლიკაციებით მიღებული ინფორმაციით, კოლეგებთან კონსულტაციებით, ზოგჯერ კი ინტუიციით თუ საკუთარი საბჭოური მწარებავშვობის გამოცდილებით. პირველი მოდულის გაცნობის შემდეგ ცალსახად ვაღიარებ მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის, პატარა, მაგრამ გონიერი რეჟისორის როლს სასწავლო პროცესში. ძალიან პრაქტიკული და ხელსაყრელია კორპორაცია ინტელის შემოთავაზებული ზუსტად და დეტალურად გაწერილი სწავლების მოდელების მიზნები, კომპონენტები, დამხმარე რესურსები, ინდიკატორები და შეფასების სქემები. თუმცა ყველა ამ რესურსის გათავისება და ჩემს პრაქტიკაში მყარად დანერგვა ვფიქრომ ჩემგან საკმაო დროს, ძალისხმევას და მოთმინებას მოითხოვს. 
    წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს!